loader

"როდემდე შეიძლება ოცნებებში ყოფნა?!" - რატომ დაფუძნდა მოძრაობა "სამოქალაქო სოლიდარობა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როდემდე შეიძლება ოცნებებში ყოფნა?!" - რატომ დაფუძნდა მოძრაობა "სამოქალაქო სოლიდარობა"

მოქალაქეთა ღირსებისა და უფლებათათვის მოძრაობა "სამოქალაქო სოლიდარობა" დაფუძნდება, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, ბიზნესმენმა ბესო ხარძიანმა და რადიოწამყვანმა გია კორკოტაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე განმარტებით, აღნიშნული მოძრაობის შექმნის მიზანი ერისათვის იმედის განცდის აღდგენა და საზოგადოების კონსოლიდაციაა. როგორც მამუკა არეშიძემ განმარტა, ერთი წელია, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება უარყოფითი განწყობა, იმედგაცრუება, უკმაყოფილება, გაკვირვება და გაბრაზება იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება.

რადიოწამყვან გიორგი კორკოტაშვილის მტკიცებით, მოძრაობა სამედიცინო-იურიდიულ-საგანმანათლებლო კუთხითაც იმუშავებს. გია კორკოტაშვილი საზოგადოებაში არსებულ იმედგაცრუებაზე მიუთითებს. "თავისივე გუნდის საპიაროდ მაინც "ოცნებას" ხომ შეეძლო, სამართლიანობის აღდგენის ან კერძო საკუთრების დაბრუნების ერთი მაგალითი მოეტანა. როდემდე შეიძლება ოცნებებში ყოფნა?!" - აღნიშნა გიორგი კორკოტაშვილმა.

მოძრაობის დამფუძნებლების ინფორმაციით, "სამოქალაქო სოლიდარობა" მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს.