loader

მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს: აზრზე მოვიდეს - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს: აზრზე მოვიდეს - მიხეილ სააკაშვილი

მინდა მივმართო პრემიერს: აზრზე მოვიდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც დედაქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის ადგილზე იმყოფებოდა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, დღეს იქ ჟურნალისტები შეკრიბა იმისთვის, რომ საქართველოს დაანახოს დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი.

პრეზიდენტის განცხადებით, ენგურჰესის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა ასეთი მასშტაბის მშენებლობა, რომელსაც დედაქალაქის მერია და მერი გიგი უგულავა აწარმოებდა. სააკაშვილის განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ისტორიული მასშტაბის მშენებლობა იყო. მისი მშენებლობის 80% დასრულებულია, ხოლო ამაში ასობით მილიონი ლარია დახარჯული.