loader

ბათუმში დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ - რას აცხადებენ ადვოკატი და ახლობლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ - რას აცხადებენ ადვოკატი და ახლობლები

ბათუმში მომხდარი ინცინდენტის დროს დაკავებულების, ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნტარაძის ადვოკატი პაატა ბერიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც პაატა ბერიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, ბახუნტარაძეს ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მისივე თქმით, ინცინდენტის დროს, როცა ჩეჩენმა მოქალაქემ ცეცხლი გახსნა, ბახუნტარაძე და წულუკიძე მასთან ერთად არ ყოფილან.

ფირუზ წულუკიძის ძმა კი აცხადებს, რომ მისი ძმა რუსეთის მოქალაქეს არ იცნობს და მასთან კონტაქტი არ ჰქონია.

"ყოფილი პატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ბათუმში მოხდარი ინცინდენტის დროს დაკავებული მოჭიდავეების საქმის პირად კონტროლზე აყვანას საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს სთხოვენ. როგორც ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელმა მერაბ გორგაძემ აღნიშნა, დაკავებულების ახლობლებს საფუძვლიანი პრეტენზიები გააჩნიათ ხელისუფლების და სამართალდამცველი ორგანოების მიმართ.