loader

მორიგი ევაკუაცია "რუსთავი 2"-ში - ცრუ შეტყობინების ავტორი 12 წლის ბიჭია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი ევაკუაცია "რუსთავი 2"-ში - ცრუ შეტყობინების ავტორი 12 წლის ბიჭია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა 112-ში შესული ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დაადგინეს. ის ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები არასრულწლოვანი, 2001 წელს დაბადებული მათე ლ. აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ცრუ შეტყობინება 15 სექტემბერს, 20:55 საათზე შევიდა. ანონიმური ზარის ავტორმა ცენტრის ოპერატორს სანდრო ეულის ქ. N5ა-ში მდებარე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ აცნობა.

შსს-ს შესაბამისმა სამსახურებმა შენობიდან იქ მყოფი პირების ევაკუაცია ოპერატიულად მოახდინეს. ჩატარებული სამუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებას. ტელეკომპანიის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ "რუსთავი-2"-ში 12 სექტემბერსაც განხორციელდა ევაკუაცია ამავე მიზეზით.

"შსს კატეგორიულად მოუწოდებს მოქალაქეებს, ცრუ შეტყობინების განხორციელებისგან თავი შეიკავონ. აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უახლოეს პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც ცრუ შეტყობინების ავტორების მიმართ კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად