loader

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ შეთანხმებას მიესალმება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ შეთანხმებას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ შეთანხმებას მიესალმება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო განუხრელად უჭერს მხარს მსოფლიოში მასობრივი განადგურების იარაღის განადგურების ზოგად პრინციპებს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 14 სექტემბერს ჟენევაში მიღწეულ სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ ჩარჩო შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება უპრეცედენტოა, ვინაიდან იგი შესაძლებელს ხდის სირიაში არსებული ქიმიური იარაღის რაოდენობისა და ტიპის ერთობლივ აღრიცხვას და ამისთვის კონკრეტულ და მჭიდრო ვადებს აწესებს", - განაცხადა ჯალაღანიამ.

როგორც ჯალაღანიამ აღნიშნა, ზემოთ ხსენებული შეთანხმების იმპლემენტაცია გამყარებული იქნება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ყველა პასუხისმგებელი მხარე სათანადოდ შეასრულებს შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.