loader

სტუდენტური თვითმმართველობები შესაძლოა, აღარ დაფინანსდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტუდენტური თვითმმართველობები შესაძლოა, აღარ დაფინანსდეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ლადო პაპავას შეხვედრა თსუ-ს სტუდენტების ნაწილთან დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებისგან მათი პრობლემების შესახებ მოსაზრებებს ისმენდა, რის შედეგადაც, მან სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ლადო პაპავა სტუდენტებს ადმინისტრაციის მხრიდან უყურადღებობის დაფიქსირების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას დაპირდა. მისივე თქმით, იგი მზად არის, ხელი შეუწყოს ფაკულტეტების ავტონომიურობის გაზრდას. თსუ-ს რექტორის განცხადებით, მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია სასწავლო მასალისა და ლიტერატურის არსებობა და ბიბლიოთეკების მოწესრიგება.

ამასთან, როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, სტუდენტური თვითმმართველობა უშუალოდ ფინანსებს, კონკრეტული პროგრამისა და შეთავაზების გარეშე ვერ მიიღებს. მისივე თქმით, განათლების სამინისტრო მუშაობს ახალ კანონზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად აღნიშნული თემაც იქნება ჩადებული.