loader

"იმედში" ნაღმის არსებობის შესახებ განგაში ცრუ აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედში" ნაღმის არსებობის შესახებ განგაში ცრუ აღმოჩნდა

ტელეკომპანია "იმედში" ნაღმის არსებობის შესახებ განგაში ცრუ აღმოჩნდა. ტელეკომპანიაში დაახლოებით 14:10 საათზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ზარის შესვლის შემდეგ , ადგილზე გამნაღმველებმა და კონოლოგებმა შენობა შეამოწმეს.

ნაღმის არსებობის შესახებ ზარის დაფიქსირებისას, ტელეეთერში საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა" მიმდინარეობდა. ზარის განხორციელების შემდეგ კი, სამართალდამცველებმა შენობის ევაკუაცია მოითხოვეს, თუმცა ტელეკომპანიის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლება მალევე მიეცათ და შემოწმებითი სამუშაოები შენობის ევაკუაციის გარეშე ჩატარდა.

ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედში", ბოლო დღეების განმავლობაში, დღეს მესამედ დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზარის ავტორი ამჯერადაც არასრულწლოვანია.