loader

ვაშინგტონის საზღვაო-სამხედრო ბაზაზე უცნობებმა ცეცხლი გახსნეს - არის მსხვერპლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაშინგტონის საზღვაო-სამხედრო ბაზაზე უცნობებმა ცეცხლი გახსნეს - არის მსხვერპლი

ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა ცენტრში, ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" "ვაშინგტონ პოსტზე" დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობით, ცეცხლი სამმა პირმა გახსნა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელთაგან ერთი ლიკვიდირებულია, ერთი – იძებნება, მესამეზე კი ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, სამხედროები აცხადებენ, რომ რვა ადამიანია დაჭრილი, რომელთა შორის ორი პოლიციელია. ექიმების განმარტებით, სამი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მან შორიდან დაინახა პიროვნება, რომელმაც ცეცხლი გახსნა. იგი მათი მისამართით დამიზნებით ისროდა.

ცენტრში 3 ათასი ადამიანი მუშაობს და იქ საშვის გარეშე არავის უშვებენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის რამდენიმე მანქანა და ვერტმფრენია მობილიზებული.
მომხდარის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს აცნობეს, რომელმაც ფედერალურ სამსახურს განკარგულება მისცა, ადგილზე კოორდინირებულად იმოქმედონ. ობიექტი ამერიკის სამხედრო ფლოტი ერთ-ერთი უძველესია და იგი მე-19 საუკუნის დასაწყისში აშენდა.

შემთხვევის შედეგების ამსახველ ექსკლუზიურ კადრებს ტელეკომპანია BBC უკომენტაროდ ავრცელებს.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით