loader

საროსკიპო-სასტუმრო "სამოთხეში" - შსს-მ ოთხ პირს ბრალი წაუყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საროსკიპო-სასტუმრო "სამოთხეში" - შსს-მ ოთხ პირს ბრალი წაუყენა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წაუყენა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში მოქმედ სასტუმრო Paradise-ისა და საუნა "გზა 2020"-ის დროებით მფლობელებს: 1977 წელს დაბადებულ ცირა მ-ს, 1959 წელს დაბადებულ ქეთევან მ-ს, 1978 წელს დაბადებულ რამაზ ქ-ს და 1950 წელს დაბადებულ ნუგზარ შ-ს ბრალი პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ფაქტზე წაუყენეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთხივე ბრალდებული თბილისში, სასტუმრო Paradise-სა და საუნა "გზა 2020"-ში ოთახებს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ.

გამოძიება სსსკ-ის 254-ე მუხლით, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე