loader

"როგორც სააკაშვილი ვერ უმკლავდებოდა ოკუპაციას, ისე ვერ ვუმკლავდებით ჩვენ" - პაატა ზაქარეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორც სააკაშვილი ვერ უმკლავდებოდა ოკუპაციას, ისე ვერ ვუმკლავდებით ჩვენ" - პაატა ზაქარეიშვილი

"საუბედუროდ, ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება. როგორც სააკაშვილი ვერ უმკლავდებოდა რუსეთის ოკუპაციას, ისე ჩვენ ვერ ვუმკლავდებით", - ასე უპასუხა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა სოფელ დიცში მავთულხლართების გაბმის პროცესი შეჩერდეს.

როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება და ეს არა ერთდღიანი აქცია, არამედ - პროცესია. "სამწუხაროდ, ჩვენ რუსეთს მივეცით საშუალება, მოვეტყუებინეთ, განეხორციელებინა აგრესია და საომარი მოქმედებები. ამის ფონზე სააკაშვილის განცხადებები უსინდისობაა, თითქოს მის გონებაში აღარ არსებობს რუსეთისთვის ჩაბარებული კილომეტრები და თურმე 400 მეტრის დარდი ჰქონია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანია, მავთულხლართებს მოსახლეობის ადგილზე დატოვებით უპასუხოს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე