loader

რა პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები საკონსულოებსა და საელჩოებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები საკონსულოებსა და საელჩოებში

ფონდმა "ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი" შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. კვლევაში შესულია საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებისა და საკონსულოების ზოგადი მიმოხილვა, მათი ვებგვერდების შეფასება, სატელეფონო მომსახურება, ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო დაფები ადგილებზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ 2011-12 წლებში საქართველოში გაცემული ვიზების სტატისტიკა, საზოგადოების ინფორმირებულობა ევროკავშირთან ვიზების გამარტივების საკითხზე, ასევე, ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულებისა და ევროპის სავიზო კოდექსის ინპლემენტაცია.

კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები და პრობლემები, რაც საკონსულოების მხრიდან ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულებითა და ევროპის სავიზო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას უკავშირდება.

კვლევის მიხედვით, საკონსულოების უმრავლესობაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია რიგები, როგორც სავიზო განაცხადის შეტანისას, ისე პასპორტის გამოტანისას. რაც შეეხება საინფორმაციო დაფებს, ადგილზე 12-დან მხოლოდ 2 საკონსულოს საინფორმაციო დაფაზე არის მოცემული სრულყოფილი ინფორმაცია ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ახალი რეგულაციების შესახებ.