loader

რატომ მიადგა ბაჩო ახალაიას პროკურორს სახლში ანი ნადარეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ მიადგა ბაჩო ახალაიას პროკურორს სახლში ანი ნადარეიშვილი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩანა ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პროკურორ რევაზ ნადოის ამხელს. ნადარეიშვილის ინფორმაციით, პროკურორი 19 სექტემბერს სასამართლო პროცესზე ავადმყოფობის მიზეზით არ გამოცხადდა, რის გამოც ახალაიას მეუღლემ მასთან სახლში მისვლა გადაწყვიტა.

"მატყუარა პროკურორ რევაზ ნადოის (ვითომ შეუძლოდ რომ გახდა და პროცესებზე არ გამოცხადდა) დავადექით სახლში და გარეთ დაგვხვდა შორტებით და შლოპანცებით, "პორშეს" ათვალიერებდა (ალბათ, იმდენი პრემია მიიღო, ყიდვას აპირებს). როგორც კი დაგვინახა, ეგრევე ვირთხასავით შეძვრა სახლში, გამოვიდა ვიღაც ქალი და წნევა აქვს და ცუდად არის, ფეხზე ვერ დგებაო. აბა, ეს ვინ იყო-მეთქი, მისი ძმა იყოოო :)))) უცებ მოვიდა 5 პატრულის მანქანა და 4 ოპერატიული დაბურული მინებით, მიაყენეს სახლთან, უნდოდათ გაეპარებინათ. მივადექი ვიდეო კამერით. უცებ პატრული იძახის, ახალაიას ცოლი მოდისო და ჩახტა ყველა მანქანაში და გაიქცა", - წერს ნადარეიშვილი.

ახალაიას მეუღლე საკუთარ გვერდზე აღნიშნული ფაქტების ამსახველ რამდენიმე ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს.