loader

"ხუდონჰესთან" დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნა გაცემული არ აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხუდონჰესთან" დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნა გაცემული არ აქვს

"ხუდონჰესის" გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნა გაცემული არა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარი განხილვაა დაწყებული. მისივე თქმით, სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა დაეფუძნება ექსპერტების შეფასებებს და მათ დასკვნებს სხვადასხვა მიმართულებით.

"რაც შეეხება სოციალურ ასპექტებს, სოციალური ასპექტები ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი, ამაში ჩაერთვება მთელი მთავრობა და გადაწყვეტილება მიღებული იქნება საზოგადოების აზრის გათვალისწინებით", - აღნიშნა გოგალაძემ.