loader

სკოლებში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე არასრულწლოვნები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკოლებში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე არასრულწლოვნები დააკავეს

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 და მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისის N21, N24 და N53 საჯარო სკოლებში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე 1998 წელს დაბადებული გეგი ა. და 1998 წელს დაბადებული ელგუჯა გ. დააკავეს.

ცრუ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერტიულ მართვის ცენტრ "112"-ში 20 სექტემბერს 09:45 საათზე შევიდა. ზარის ავტორმა ცენტრის ოპერატორს ერთდროულად სამ სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა. არცერთ სკოლაში ნაღმი არ აღმოჩნდა.

სამართალდამცველებმა მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს. ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან, როგორც 14 წელს მიღწეული პირები.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველო აწარმოებს.