loader

ჯარისკაცებისთვის გადასაცემი ბინები მზად ოქტომბრის ბოლოს იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯარისკაცებისთვის გადასაცემი ბინები მზად ოქტომბრის ბოლოს იქნება

ვარკეთილში, სამხედრო ქალაქში ჯარისკაცებისთვის გადასაცემად ბინები მზად ოქტომბრის ბოლოს იქნება. სამხედრო ქალაქში სამშენებლო სამუშაოებს დღეს გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი დაესწრნენ.

როგორც გეგეჭკორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მშენებლობა მაისის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს და 31 ოქტომბერს 4 კორპუსი გადასაცემად უკვე მზად იქნება. სულ ამ 4 კორპუსში 891 ბინაა.

გარდა ამ 4 კორპუსისა, სამხედრო ქალაქში უკვე ექსპლუატაციაში შესულია ერთი კორპუსი.