loader

მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა. ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ბარაკ ობამა მიხეილ სააკაშვილის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.

"თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით. რა გეგმები გაქვთ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ?" - მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა სააკაშვილს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკის გარდა, მისი სამომავლო გეგმები საგანმანათლებლო სისტემასაც უკავშირდება. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული იდეა მოიწონა და განაცხადა, რომ ის მისასალმებელია.

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს და სიტყვითაც გამოვა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე