loader

"არა ჟოპალეზურ პოლიტიკას" - "ვაზელინი" და მავთულხლართები ფანჯიკიძის უწყებასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არა ჟოპალეზურ პოლიტიკას" - "ვაზელინი" და მავთულხლართები ფანჯიკიძის უწყებასთან

ინციდენტი მოხდა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. უწყებასთან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლები აქციას მართავდნენ, რა დროსაც ტერიტორიაზე "თავისუფალი ზონის" წევრები გამოჩნდნენ.

მათ "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლებს მავთულხლართები შემოავლეს და წინ დაუდეს საბურავი, წარწერით: "ვაზელინი". "თავისუფალი ზონის" წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ტრანსფარანტებით: "არა ჟოპალეზურ პოლიტიკას", "ნატო - ჩვენი არჩევანია", "არა რუსეთს" იმყოფებოდნენ.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მოახერხეს "თავისუფალი ზონისა" და "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლების ერთმანეთისგან გამიჯვნა.