loader

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ვასილი ბ. რუსთავში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მისი პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრა, ხოლო ბინის ჩხრეკისას 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სულ ამოღებულია 5,0863 გრამი "ოპიუმი".

ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მას "ოპიუმის" და "მეტადონის" ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით).