loader

პროსტიტუციისთვის ფართის გაქირავებისთვის ქუთაისში სასტუმროების მესაკუთრეები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროსტიტუციისთვის ფართის გაქირავებისთვის ქუთაისში სასტუმროების მესაკუთრეები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს სასტუმრო "ვიქტორიას" მესაკუთრე არჩილ ტ. და ადმინისტრატორი მარინა ლ, სასტუმრო "კოსმოსის" ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნანა ა, სასტუმრო "ლუქსის" ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნუნუ ს. და სასტუმრო "ბაკურის" ადმინისტრატორი ნორა ს. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საუნის ადმინისტრატორი და მესაკუთრე როზა ტ. და ოთარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სტატუსით უკვე დაკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).