loader

ადვოკატი "ნაციონალ" დეპუტატს ქურდული სამყაროს წევრთან კავშირში ამხელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადვოკატი "ნაციონალ" დეპუტატს ქურდული სამყაროს წევრთან კავშირში ამხელს

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის, აზერ სულეიმანოვისა და ქურდული სამყაროს წევრის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა წარადგინა. როგორც ბრიფინგზე ადვოკატმა განაცხადა, ფოტომასალა მიმდინარე წლის აგვისტოში გამართულ შეხვედრას ასახავს. ფოტოსურათებში ასახულია "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატისა და ქურდული სამყაროს წევრის, ვინმე "ჯაბუს" შეხვედრა.

მისი თქმით, მარნეულში 6 სექტემბერს ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც დაკავებულ იქნა 12 პირი და მათ ბრალი ქურდული სამყაროს წევრობისთვის წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობის დამადასტურებლად ბრალდების მხარემ მტკიცებულებებში ფარული ვიდეო და აუდიომასალა მიუთითა, თუმცა ეს ვიდეო და აუდიომასალა ბრალდებულების არც ერთ ადვოკატს არ გადაეცა.

როგორც ჭკადუამ აღნიშნა, მისი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ფარული ჩანაწერები გადაეცა, სადაც გადაღებულია აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მოქმედი დეპუტატი.

"ჩვენ მოვითხოვთ ამ ყველაფერზე რეაგირებას. დაკავებული გიორგი კვიციანი უკანონო პატიმარია, მის მიმართ მთელი რიგი პროცედურებია დარღვეული. ცდილობენ, მას ახალი ბრალი შეუთითხნონ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართავთ როგორც გენერალურ ინსპექციას, ისე მთავარ პროკურორს და მათგან რეაგირებას მოვითხოვთ", - აღნიშნა ირმა ჭკადუამ, რომელიც გიორგი კვიციანის ინტერესებს იცავს.