loader

ნინო ბურჯანაძე პარლამენტს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას სთავაზობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო ბურჯანაძე პარლამენტს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას სთავაზობს

.NDI-ს კვლევის შედეგებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბურჯანაძე ერთიანი სოციოლოგიური საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, "გაყალბებული სოციოლოგია არჩევნების გაყალბების ისეთივე საფუძველია, როგორიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, "კარუსელი" და ასე შემდეგ".

ბურჯანაძე პარლამენტს სთავაზობს, სისხლის სამართლის კოდექსში მიიღოს ცვლილებები არჩევნების გაყალბებისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე.