loader

ირაკლი ალასანიამ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დიღმის ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

"20 წელი გავიდა უკვე, მაგრამ როგორც გუშინდელი დღე, ისე გვახსოვს ეს დღე ყველას, ვინც იქ ვიყავით. მათი გარდაცვალებიდან გამოწვეული დიდი სიცარიელე ერთადერთით, მომავლის რწმენით შეიძლება შევავსოთ. საქართველო ყოფილა დანაწევრებული, მაგრამ ყოველთვის ფეხზე დამდგარა. ასე მოხდება ახლაც", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრს ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებიც დახვდნენ.