loader

ქობულეთში დაჭრილი პოლიციელების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში დაჭრილი პოლიციელების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

18 სექტემბერს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს არც ერთი პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული.

გუშინ, 27 სექტემბერს დაჭრილი პოლიციელების, გიორგი ჯინჭარაძისა და ზურაბ მჟავანაძის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს მას შემდეგ, რაც პოლიციელების დაჭრაში ეჭვმიტანილის ნათესავებმა გამოძიების ობიექტურად წარმართვა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ ინციდენტი პოლიციელების მიერ იყო პროვოცირებული.

ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციელის მამა, რეზო მჟავანაძე აცხადებს, რომ თავად დაინახა, როგორ სცემდა გიორგი ჯინჭარაძესა და ზურაბ მჟავანაძეს ეჭვმიტანილი იმნაძე და კიდევ ოთხი ადამიანი.