loader

"რაც თქვენთან 17 მაისს მოხდა, ამაზე ეკლესიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა" - თომას ჰამერბერგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც თქვენთან 17 მაისს მოხდა, ამაზე ეკლესიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა" - თომას ჰამერბერგი

"საზოგადოება, სადაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ურტყამენ, აბუჩად იგდებენ და ჩაგრავენ, არც დემოკრატიულია და არც ევროპული" - ამის შესახებ თომას ჰამერბერგმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

საუბრისას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფაქტს და 17 მაისს თბილისში, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებსაც შეეხო: "იმ დღეს მოხდა ბევრი ისეთი რამ, რასაც ქრისტიანული დოქტრინებიც გმობენ, - უპირველესად, ძალადობა. ქრისტიანობა, როგორც მე მესმის, მოყვასის სიყვარულსა და მიმტევებლობას ქადაგებს და არა ერთმანეთის ცემას. სხვათა შორის, მე ამ თემაზე სასაუბროდ პატრიარქსაც შევხვდი და მანაც დამიდასტურა, რომ ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი" - დასძინა ევროკომისარმა.

ვინ არის თომას ჰამერბერგი? რამდენად დიდია მისი როლი და გავლენა ქართულ პოლიტიკაში? რას იხსენებს 2008 წლის ომიდან და რა რჩევებს აძლევს თავის კოლეგებს, უცხოელ დიპლომატებს? - ამ და სხვა თემებზე თომას ჰამერბერგთან ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის (29 სექტემბრის) ნომერში.

იხილეთ ინტერვიუ "კვირის პალიტრის" საიტზე

ასევე იხილეთ: ვინ არის თომას ჰამერბერგი და რა სურს ჩვენგან?

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე