loader

"პეგასუსმა" სტამბოლის მიმართულებით რეისი ვერ შეასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პეგასუსმა" სტამბოლის მიმართულებით რეისი ვერ შეასრულა

ავიაკომპანია "პეგასუსმა" სტამბულის მიმართულებით რეისი ვერ შეასრულა. მგზავრების განცხადებით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ისევ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მათი ინფორმაციით, ავიალაინერზე საწვავმა გაჟონა, რის შემდეგაც მფრინავმა დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამის გამო აეროპორტში ხმაური იყო, რადგან მგზავრები ავიაკომპანიის უყურადღებობით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. მათმა ნაწილმა ბილეთების ფული უკან დაიბრუნა.

როგორც ჟურნალისტებს კომპანია "პეგასუსის" წარმომადგენელმა ლევან ელიზბარაშვილმა განუცხადა, ის მგზავრები, რომლებიც სტამბულში დღეს დაგეგმილი რეისით ვერ გაემგზავრნენ, ხვალ, გამთენიისას, 03.30 საათზე გაფრინდებიან.