loader

სასჯელაღსრულების სამინისტროს "უჰალსტუხო შეხვედრა" მედიასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასჯელაღსრულების სამინისტროს "უჰალსტუხო შეხვედრა" მედიასთან

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ბორჯომში გასვლითი კონფერენცია გამართა. კონფერენციის თემა იყო "პენიტენციური სისტემის ლიდერები მედიალიდერების პირისპირ - უჰალსტუხო შეხვედრები 2013". შეხვედრაზე, არაოფიციალურ ფორმატში შეჯამდა სამუშაო წლის შედეგები.

კონფერენცია სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა გახსნა და გარდა სამინისტროს მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოებისა, ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც მომავალში არის დაგეგმილი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაიამ კი ჟურნალისტებს წაუკითხა ლექცია თემაზე: "სუბკულტურა პენიტენციურ სისტემაში".