loader

"სააკაშვილმა დაანგრია და ახლა უნდა, აშენება მასწავლოს" - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილმა დაანგრია და ახლა უნდა, აშენება მასწავლოს" - ბიძინა ივანიშვილი

მიხეილ სააკაშვილი კარგ მასწავლებლად ვერ გამოდგება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ "ბოლო თვეებში უფრო მეტ სახნავ-სათესზე და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავკარგეთ კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში... და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ გაიგო მსოფლიოში ამის შესახებ".

"ეს შედარება როგორ მოგწონთ? ჯანსაღია? 2008-ის და დღევანდელი ტერიტორიების გადმოწევა შედარებადია? საერთოდ, ბოლო განცხადებებში, რაც მათი მხრიდან კეთდება, თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით, ისეთი პოზიცია აქვთ, რომ ჩვენ გვასწავლიან ჭკუას, როგორ უნდა მოვიქცეთ",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო იმკის იმ "დიდი უმეცრებების" შედეგებს, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა 2008 წელს. პრემიერის თქმით, მთავრობა პრინციპული და თანმიმდევრული იქნება და მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ "გაფუჭებულ საქმეს" აუცილებლად გამოასწორებს.