loader

უწყებათაშორისმა კომისიამ ერთთვიანი მუშაობა შეაჯამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უწყებათაშორისმა კომისიამ ერთთვიანი მუშაობა შეაჯამა

უწყებათაშორისმა კომისიამ ერთთვიანი სამუშაო ანგარიში დაამტკიცა. მასში წარმოდგენილია ინფორმაცია კომისიაში შესული საჩივრების რაოდენობის, კომისიის მხრიდან მასზე რეაგირებისა და აღნიშნულის შესაბამისად, სხვადასხვა უწყებისთვის გაცემული რეკომენდაციების შესახებ. კომისიის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, ანგარიშიდან ჩანს, რომ საარჩევნო გარემო წინა წელთან შედარებით თვისობრივად ბევრად უკეთესია.

ანგარიშს არ იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა. მისი მტკიცებით, კომისიას წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ არც ერთ დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენია. ამის გამო ყოფილი მმართველი გუნდი, შესაძლოა, კომისიის შემადგენლობიდან გავიდეს.