loader

"დროა ოკუპაციამ შეაწუხოს პრემიერი და მთავრობა" - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მავთულხლართები გააბეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დროა ოკუპაციამ შეაწუხოს პრემიერი და მთავრობა" - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მავთულხლართები გააბეს

"დროა ოკუპაციამ შეაწუხოს პრემიერი და მთავრობა" - ამ ლოზუნგით ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართები გააბა. მოძრაობა "დროას" წარმომადგენლებმა აღნიშნული ჟესტით საოკუპაციო ხაზზთან მიმდინარე მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები უმოქმედობაში დაადანაშაულეს და მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მინისტრთა კაბინეტს დიცსა და დვანში ჩასვლაც ურჩიეს.

აქციის გამო ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან სამართალდამცველები გაძლიერებული შემადგენლობით პატრულირებდნენ. თავდაპირველად მომიტინგეებსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა, რაც იმას მოჰყვა, რომ სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს მავთულხლართების გაბმის საშუალება გზის სავალ ნაწილზე არ მისცეს და ისინი ტროტუარზე გადაანაცვლეს.