loader

"ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას?" - ნინო ჟიჟილაშვილი ბიძინა ივანიშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას?" - ნინო ჟიჟილაშვილი ბიძინა ივანიშვილს

მაინტერესებს, ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ, როდესაც ასეთი წარმოდგენა შეგიქმნათ, რაც ჩვენს შეხვედრას ლაიტმოტივად გასდევს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრის" ავტორმა ნინო ჟიჟილაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების უფროსებთან და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებთან შეხვედრაზე ჰკითხა.

ნინო ჟიჟილაშვილი დაინტერესდა, ვისთან გადის პრემიერი კონსულტაციებს ასეთი შეხვედრების წინ. "ვინ გიმზადებთ, ვინ გეხმარებათ, კონსულტაციებს ვისთან გადიხართ მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისას, ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას ჟურნალისტებთან? უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ კომუნიკაციის ეს ფორმა იყოს შეცდომა?" - იკითხა ჟურნალისტმა.

პრემიერმა უპასუხა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მიიჩნევს, რომ ეს ძალიან კარგი ფორმაა.

ასევე იხილეთ:

"თქვენ არ ხართ ფოსტალიონები, თქვენ ჟურნალისტები ხართ" - ბიძინა ივანიშვილი

"ნუ გინდათ ხუთ წუთში ევროპაზე კარგი საქართველო" - პრემიერმა მერაბ მეტრეველს კითხვები დაუწუნა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე