loader

პუტინმა რუსეთი შეკრა, სააკაშვილმა კი საქართველო დაშალა - თინა კანდელაკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინმა რუსეთი შეკრა, სააკაშვილმა კი საქართველო დაშალა - თინა კანდელაკი

ეს ადამიანი დაინტერესებულია, რომ ნებისმიერი გზით ისტორიაში შევიდეს, და რის ფასად გააკეთებს ამას, მისთვის სულერთია, - განაცხადა ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში". კანდელაკმა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილმა რაც არ უნდა "იყვიროს" აფხაზეთსა და ოსეთზე, იგი ისე ტოვებს პრეზიდენტის პოსტს, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია და რუსეთთან ურთიერთობებიც ჯერ კიდევ რთულია. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტისადმი მის დამოკიდებულებას, თინა კანდელაკის აზრით, პუტინი დიდი პოლიტიკოსია. "მე მისი მხარდამჭერი ვარ, რადგან სამწუხაროდ, ვერ ვხედავ მის კონკურენტად ღირსეულ ძალას. მე ვეთანხმები პუტინის პოლიტიკას, რადგან მომხრე ვარ, რუსეთს ყავდეს ძლიერი ლიდერი",- განაცხადა ჟურნალისტმა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge- ზე