loader

სროლა თეთრ სახლთან - პოლიციამ დაუმორჩილებელ მძღოლს ცეცხლი გაუხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა თეთრ სახლთან - პოლიციამ დაუმორჩილებელ მძღოლს ცეცხლი გაუხსნა

ერთი ადამიანი დაიღუპა და პოლიციის ორი ოფიცერი დაშავდა ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს მომხდარი სროლის შედეგად. ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის, კიმ დაინის განცხადებით, მომხდარი არ უკავშირდება ტერორიზმს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები დაედევნენ მანქანას, რომელიც შეეცადა თეთრი სახლის აკრძალული ხაზის გადაკვეთას. აშშ-ის სპეცსამსახურები შეეცადნენ მანქანის შეჩერებას, თუმცა ის პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა და სვლა განაგრძო. შავი ფერის "სედანის" ტიპის ავტომანქანა კონგრესის მიმართულებით გაემართა, სადაც ღობეს შეეჩეხა. პოლიციელებმა მანქანას ალყა შემოარტყეს, თუმცა მძღოლმა მაინც მოახერხა შემობრუნება და სწრაფი სიჩქარით გაემართა კაპიტოლიუმის შენობისკენ.

საბოლოოდ, პოლიციამ მანქანის მძღოლს, რომელიც ქალბატონი აღმოჩნდა, ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც იგი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის დროს მანქანაში იმყოფებოდა ერთი წლის ბავშვი, რომელიც არ დაშავებულა და ახლა ბავშვთა თავშესაფარშია გადაყვანილი.