loader

კადრები ბაჩო ახალაიას საკნიდან - ექსკლუზიურ ვიდეომასალას ick.ge ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბაჩო ახალაიას საკნიდან - ექსკლუზიურ ვიდეომასალას ick.ge ავრცელებს

კახეთის საინფორმაციო ცენტრი (ick.ge) ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებულ ფარულ ვიდეომასალას ექსკლუზიურად ავრცელებს. მასალა გადაღებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, კადრები 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი და რამდენიმესაათიანია, თუმცა ick.ge-მ მხოლოდ ფრაგმენტები გამოაქვეყნა. მასში ჩანს, როგორ ესაუბრება ახალაია დეპუტატ აკაკი მინაშვილს; ასევე, როგორ შედიან პატიმართან ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები. ვიდეო ხმოვანია და ისმის დიალოგები.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი გააკეთა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მიხეილ ღურწკაიამ. მისი თქმით, ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიომეთვალყურეობა პატიმრის თანხმობით ხორციელდებოდა. რაც შეეხება ახალაიას საკანში ჩაწერილი ვიდეომასალის გავრცელებას, ღურწკაიას თქმით, ამაზე გამოძიებაა დაწყებული.

მისივე განმარტებით, მეთვალყურეობაში აუდიო და ვიდეოთვალთვალი იგულისხმება.

იხილეთ ვიდეომასალა სრულად ick.ge-ზე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე