loader

მამაკაცთან გასეირნების გამო სუდანელი გოგონა სახალხოდ გაამათრახეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცთან გასეირნების გამო სუდანელი გოგონა სახალხოდ გაამათრახეს

სუდანელი გოგონა ჰალიმა ქუჩაში გაამათრახეს, რადგან მამაკაცთან ერთად მანქანით გაისეირნა. ხარტუმში ადგილობრივები შეიკრიბნენ და გოგონას დასჯას დაესწრნენ. შეშინებული ჰალიმას მხარდაჭერა არავის, მათ შორის, არც იქ შეკრებილ ქალებს უცდიათ. ჰალიმა იმისთვის დაისაჯა, რომ მანქანაში იჯდა კაცთან, რომელიც მისი ნათესავი არაა, ეს კი რელიგიისა და ტრადიციების შეურაცხყოფად ითვლება. გოგონას ადგილობრივი პოლიციის ოფიცერი მათრახის ყოველ დარტყმაზე უყვიროდა, რომ ეს მისთვის გაკვეთილია და იმედოვნებს, "აღარასდროს იმგზავრებს მანქანით".

სუდანში ქალების გამათრახება დასჯის საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. ფიზიკური დასჯა შარიათის კანონებით არის გათვალისწინებული და ეს წესები სუდანის სასამართლო სისტემაში 1983 წელს შეიტანეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე