loader

პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ვინ შეუწყო ხელი კადრების გასაჯაროებას - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ვინ შეუწყო ხელი კადრების გასაჯაროებას - თეა წულუკიანი

ელექტრონულ ჩაწერაში აუდიო ჩანაწერიც მოაზრება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად ჰქონდა უფლება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ეწარმოებინა ბაჩო ახალაიას საკნის აუდიოჩანაწერის გაკეთებაც მაშინ, როცა ბრალდებულის მხრიდან შესაბამისი თანხმობა, მხოლოდ ვიდეო და ელექტრონულ კონტროლზე არსებობდა.

წულუკიანის განმარტებით, თუ ამ კუთხით კანონი ნათელი არაა, ეს კანონმდებლების პრობლემაა და არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციის.

გარდა ამისა, თეა წულუკიანი ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ვიდეომასალების გავრცელების საკითხზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას მიესალმება და აცხადებს, რომ კადრების გასაჯაროება მისთვის შემაშფოთებელია.