loader

შსს-მ გერმანიის მოქალაქე "ელ ეს დე"-ს შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ გერმანიის მოქალაქე "ელ ეს დე"-ს შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა გერმანიის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ფლორიან რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ფლორიან რ-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ლიზერგინის მჟავით - ე.წ. "ელ ეს დე"-თი გაჟღენთილი 72 მცირე ზომის ფირფიტა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

იხილეთ ვიდეო ინგლისურად