loader

რიგები საწნახელთან - უგულავას დაჭყლეტილი ყურძენი მოქალაქეებს მიაქვთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიგები საწნახელთან - უგულავას დაჭყლეტილი ყურძენი მოქალაქეებს მიაქვთ

გორგასლის მოედანზე, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება. მეიდანზე, სპეციალურად მოწყობილ საწნახელში, 7 ტონა ყურძენი, ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა, ასევე უცხოელმა სტუმრებმა ერთად დაწურეს. ყურძნის დაწურვის პროცესში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ყურძნის დაწურვის პროცესში დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და თბილისის რამდენიმე რაიონის გამგებელი მონაწილეობდა. დაწურული ყურძნის წვენის წაღება მსურველებს შეუძლიათ. ამასთან, მოქალაქეებმა ქალაქის მთავრობის წევრების წასვლის შემდეგ, საწნახელში დარჩენილი დაჭყლეტილი ყურძენიც წაიღეს.