loader

"დაჭრილი ძუძუ მოითხოვეს" - რატომ გაიქცნენ ტურისტები სიღნაღის რესტორნიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაჭრილი ძუძუ მოითხოვეს" - რატომ გაიქცნენ ტურისტები სიღნაღის რესტორნიდან

სიღნაღში, რესტორან "ნიკალაში" ინციდენტი მოხდა. როგორც რესტორნის ერთ-ერთმა მეპატრონემ ლიკა ბოსტოღანაშვილმა განაცხადა, ნასვამი მამაკაცები, რომლებიც მისი ინფორმაციით, სიღნაღის პოლიციის უფროსის ახლობლები არიან, რესტორანში შევიდნენ და ქართველ და უცხოელ სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ინციდენტის მონაწილეები გამომწვევად იქცეოდნენ. მათ რესტორანში მყოფი ტურისტი გოგონები ხელში აჰყავდათ და კოცნიდნენ. რესტორნის პერსონალს კი სასურველი მენიუს არქონის გამო აგინებდნენ. როგორც "ნიკალას" ერთ-ერთი მეპატრონე ამბობს, მათ "დაჭრილი ძუძუ" მოითხოვეს და მას შემდეგ, რაც რესტორნის მეპატრონეებმა მათ დაწესებულების დატოვება მოსთხოვეს, ობიექტის დახურვით დაემუქრნენ.

იხილეთ სრული ვერსია ტელეკომპანია გურჯაანზე