loader

შსს-მ "დაჭრილი ძუძუს" ინციდენტში მონაწილე პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ "დაჭრილი ძუძუს" ინციდენტში მონაწილე პირი დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სიღნაღის რესტორან "ნიკალაში" მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი, 1956 წელს დაბადებული იოსებ ჯავაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა 3 ოქტომბერს სიღნაღში, რესტორანში დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და რესტორნის მფლობელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდართან დაკავშირებით რესტორნის მეპატრონეს პოლიციისთვის არ მიუმართავს. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა იოსებ ჯავაშვილის ქმედებაზე რეაგირება მოახდინეს და ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ის წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს.

3 ოქტომბრის ინციდენტის თვითმხილველების ინფორმაციით, ჯავაშვილი და მისი თანმხლები პირები გამომწვევად იქცეოდნენ, რესტორანში მყოფი ტურისტი გოგონები ხელში აჰყავდათ და კოცნიდნენ. "ნიკალას" ერთ-ერთი მეპატრონის თქმით, სტუმრებმა "დაჭრილი ძუძუ" მოითხოვეს და მას შემდეგ, რაც რესტორნის მეპატრონეებმა მათ დაწესებულების დატოვება მოსთხოვეს, ობიექტის დახურვით დაემუქრნენ.

ასევე იხილეთ: "დაჭრილი ძუძუ მოითხოვეს" - რატომ გაიქცნენ ტურისტები სიღნაღის რესტორნიდან