loader

"მე რომ სპორტსმენი ვიყო, სოჭის ოლიმპიადაზე არ წავიდოდი" - გრიგოლ ვაშაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე რომ სპორტსმენი ვიყო, სოჭის ოლიმპიადაზე არ წავიდოდი" - გრიგოლ ვაშაძე

მე რომ ვიყო სპორტსმენი, სოჭის ოლიმპიადაზე არ წავიდოდი; ქვეყნის ხელისუფლება რომ ვიყო, მტკიცედ ვიტყოდი - წასვლა არ ღირს, რადგან ეს ჩვენთვის არ იქნება მომგებიანი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველაზე სწორი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას თავი შეეკავებინა წინასწარი განცხადების გაკეთებისგან, რომ სოჭის ოლიმპიადაში აპირებს მონაწილეობას. მისივე განმარტებით, უკვე კარგა ხანია ფიქრობს, რომ არსებობდა სიტუაციიდან რამდენიმე გამოსავალი. მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ ოლიმპიადაში ქართველმა სპორტსმენებმა მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიური კომიტეტის სახელით.

"როგორც ეს იყო 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადის დროს. ამ შემთხვევაში სპორტსმენები წარმოადგენდნენ მხოლოდ ოლიმპიურ კომიტეტს, თავიანთ თავს და არა - ქვეყანას. სპორტსმენები არ გააცდენდნენ ოლიმპიურ ციკლს, საქართველო კი არ აღმოჩნდებოდა იმ სიტუაციაში, რაშიც დღეს არის", - დასძინა ვაშაძემ.