loader

მამაკაცმა იმუნიტეტის გასაძლიერებლად 100-მდე შხამიან გველს აკბენინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა იმუნიტეტის გასაძლიერებლად 100-მდე შხამიან გველს აკბენინა

ტიმ ფრიდი იმუნიტეტის გასაძლიერებლად შხამიან გველს თავს აკბენინებს. მას სახლში მსოფლიოში ყველაზე შხამიანი სახეობის გველები ჰყავს და ყოველდღე რამდენიმე წამით გველის "საკბილო" ხდება. ტიმისთვის უკვე ასამდე გველს უკბენია. კბენის შემდეგ თავს მხოლოდ რამდენიმე წუთით გრძნობს შეუძლოდ; თავბრუსხვევის შეგრძნება აქვს და ზოგჯერ გონებას კარგავს, მაგრამ მოგვიანებით ენერგიის მოზღვავებას გრძნობს.

თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც ქვეწარმავლის შხამმა კინაღამ მოკლა. მაგალითად, 2001 წელს ტიმმა გადაწყვიტა, მისთვის 2 კობრას ეკბინა. ექიმები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ნახეს, რომ მამაკაცი მხოლოდ რამდენიმე საათი იყო პარალიზებული, მაშინ, როცა კობრის ნაკბენით ადამიანი 15 წუთში კვდება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე