loader

ანდრო ბარნოვი მთავრობას მოუწოდებს, სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანდრო ბარნოვი მთავრობას მოუწოდებს, სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი მთავრობას სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისკენ მოუწოდებს. ბარნოვის თქმით, ქუთაისის მეორე საპყრობილეში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის (16 წლის სენაკელი პატიმარი გარდაიცვალა) გარშემო სოზარ სუბარი იმ ფაქტებს ეყრდნობა, რომლებიც მოუყვნენ, რადგან იქ არ ყოფილა და ჯერჯერობით არც გამოძიება ჩატარებულა.

"გვეუბნებიან, რომ ეს პატიმარი სრულიად იზოლირებული იყო, სოციალურმა მუშაკმა ნახევარი საათის წინ დატოვა და შემდეგ უკვე სუიციდის ფაქტი მოხდა. არანაირად ეს ფაქტები გადამოწმებული არ არის და არ გვაქვს საფუძველი, ამ ვერსიას ვენდოთ", - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

ბარნოვის განცხადებით, კიდევ ერთი საეჭვო ფაქტია, რომ მშობლებს არ შეატყობინეს, ისე ჩაუტარეს პატიმარს ექსპერტიზა და დაწერეს დასკვნა, რომელსაც არავინ ენდობა.

იხილეთ: ქუთაისის ციხეში 16 წლის პატიმარი გარდაიცვალა - სუბარის კომენტარი