loader

მცოცავ ოკუპაციას ქართველი და უცხოელი სტუდენტები ერთად აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მცოცავ ოკუპაციას ქართველი და უცხოელი სტუდენტები ერთად აპროტესტებენ

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დვანსა და დიცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ერთიანი საქართველოს ფორმის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სიმბოლურად გადასწიეს მავთულხლართები.

ქართველ სტუდენტებთან ერთად აქციაში უცხოელი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. სტუდენტები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, გააქტიურდეს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღება არ მოადუნოს.