loader

ვინ ითხოვს ღარიბაშვილის, კბილაშვილის და ნაცვლიშვილის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ ითხოვს ღარიბაშვილის, კბილაშვილის და ნაცვლიშვილის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებას

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი შს მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, მთავარი პროკურორის - არჩილ კბილაშვილის და მთავარი პროკურორის მოადგილის - ლაშა ნაცვლიშვილის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებას ითხოვს. შესაბამისი განაცხადით ადვოკატთა ასოციაცია მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, აშშ-ის კონგრესს, სენატს, ასევე, ევროკავშირის პრეზიდენტს.

როგორც ხატიაშვილმა განაცხადა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 16 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე "დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" და ერთსულოვნად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მესამე მუხლი, "რევაზ დვალიშვილთან მიმართებაში წამება, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა".

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა ოპერაცია "გირგვლიანი 2" და რევაზ დვალიშვილის მთავარი მწამებელი რევაზ ქობულია 2013 წლის ივლისში დანიშნა საქართველოს შს სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსად, ხოლო რევაზ დვალიშვილის მეორე მწამებელი მალხაზ მჟავია წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთი პოლიციის უფროსად.

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, საჭიროა მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ საქართველოს შს მინისტრი, მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე მფარველობენ წამებაში მონაწილე პირებს და აქედან გამომდინარე, მათ უნდა აეკრძალოთ შესვლა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებში.