loader

მარჯანიშვილზე 17 წლის ბიჭი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარჯანიშვილზე 17 წლის ბიჭი დაჭრეს

მარჯანიშვილის ქუჩაზე 17 წლის ბიჭი დაჭრეს. მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებულს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

ახალგაზრდის დაჭრაში მონაწილე პირების დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მათი ვინაობა უკვე დადგენილია. უწყების ინფორმაციით, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.