loader

ჩემს შვილებს ამ მამაძაღლებს ვერ დავუტოვებ - დავით საგანელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩემს შვილებს ამ მამაძაღლებს ვერ დავუტოვებ - დავით საგანელიძე

ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია დავამტკიცო, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, სიცრუეა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა. მისი თქმით, გავრცელებული დეზინფორმაცია იმ ჯგუფის ინტერესებშია, ვინც "ქართულ ოცნებას" ებრძვის. საგანელიძე მიიჩნევს, რომ ის პირი, ვინც დოკუმენტებს აყალბებს და ფალსიფიკაციას მიმართავს, ისე უნდა დაისაჯოს, რომ სხვას აზრადაც აღარ მოუვიდეს მსგავსი ქმედების ჩადენა.

თუ რაიმე ფარულ დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა აღმოჩნდება, ვტოვებ ოჯახს, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და მივდივარ ქვეყნიდან, - განაცხადა საგანელიძემ.