loader

რას ურჩევს ჰილარი კლინტონი საქართველოს ხელისუფლებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ურჩევს ჰილარი კლინტონი საქართველოს ხელისუფლებას

ვფიქრობ, საქართველო რთული დილემის წინაშე დგას და ეს მდგომარეობა კარგად უნდა გაანალიზდეს, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტომა ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას საქართველოს შესახებ შეკითხვა ამავე ინსტიტუტის წევრმა სულხან ხაბაძემ დაუსვა.
ამასთან, ჰილარი კლინტონმა ასევე ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიაღწია და აღნიშნა, რომ ამ პროგრესს ახალი მთავრობაც გააგრძელებს. 

სულხან ხაბაძის კითხვაზე, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დემოკრატიის განვითარების გზაზე არსებული წინააღმდეგობების გადასალხად, ჰილარი კლინტონმა უპასუხა, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება საქართველოში სტაბილურობა მომდევნო თვეებში, დაცული იქნება თუ არა კანონის უზენაესობა, მიღწეული პროგრესის დაზარალების გარეშე.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა აარიდოს პერსონალიზაციას და იმაზე იფიქროს, რა იქნება საუკეთესო საქართველოსთვის მომდევნო წლების განმავლობაში.

ამასთან, სულხან ხაბაძემ ჰილარი კლინტონს შეკითხვის დასმისას უთხრა, საქართველოს დღევანდელი მთავრობა დასავლეთიდან უზომოდ დიდ, თითქმის გაუსაძლის წნეხს განიცდის ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების გამო.

სულხან ხაბაძე Chatham House-ის წევრია და რამდენიმე დღის წინ ამავე ტიპის ღონისძიებაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ზურაბ ადეიშვილის უნგრეთში ყოფნის შესახებ კრიტიკული კითხვებით მიმართა.

იხილეთ ასევე: ზურაბ ადეიშვილზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უხერხული კითხვების მოსმენა მოუხდა