loader

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" ამოიღო

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1987 წელს დაბადებული ალექსანდრე ლ.დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟმა საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე მოძრავი "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა.
სამართალდამცველებმა ავტომანქანის დათვალიერებისას, საბარგულში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ნედლი "მარიხუანა" აღმოაჩინეს.

ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 2 კილო და 500 გრ ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა".
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).