loader

ყურბან ბაირამის ლოცვა ბათუმის მეჩეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყურბან ბაირამის ლოცვა ბათუმის მეჩეთში

ბათუმის მეჩეთში ყურბან ბაირამის ლოცვა შესრულდა. მორწმუნეებმა მეჩეთში ჯერ განთიადის ლოცვა შეასრულეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის, ჯემალ პაქსაძის ქადაგების შემდეგ კი ყურბან ბაირამი ილოცეს.

მეჩეთში უადგილობის გამო მორწმუნეებმა პლედები მეჩეთის ეზოსა და მიმდებარე ქუჩაზე დააფინეს და ასე ილოცეს. 

მუფთმა ჯემალ პაქსაძემ მორწმუნეებს ყურბან ბაირამის, მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მიულოცა. მისივე თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისში, მეჩეთს ესტუმრება, სადაც მუსლიმ მრევლს შეხვდება. პაქსაძის განცხადებით, შესრულდება ლოცვა და პრემიერ-მინისტრს დალოცავენ.