loader

ექსპერტიზის ბიუროში მედიისთვის ღია კარის დღე გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსპერტიზის ბიუროში მედიისთვის ღია კარის დღე გაიმართა

ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში მედიისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ჟურნალისტებს ბიუროს უფროსმა გიორგი ხიზანიშვილმა უმასპინძლა და ბიუროს მუშაობის პრინციპი დეტალურად გააცნო. 

ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, ლაბორატორიაში გაცნობოდნენ იმ სამუშაო პროცესს, რომელიც ეროვნულ ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარეობს. როგორც ხიზანიშვილმა აღნიშნა, პოსტსაბჭოურ სივრცეში ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ექსპერტიზის ბიუროს ანალოგი არ გააჩნია, ვინაიდან ბოლო პერიოდში ისეთი ხარისხის ულტრათანამედროვე კომპიუტერული ლაბორატორია იქნა შეძენილი, რომელიც საშუალებას იძლევა, ნებისმიერი სახის ექსპერტიზა და გამოკვლევა ჩატარდეს.